top of page
Writer's pictureKhatia Nebulishvili

"Lawrence Anyways"




დოლანი მიყვარს, რადგან ძალიან აქტუალურ და პრობლემატურ საკთხებს ეხება (მაგრამ არასდროსაა ბანალური), ულამაზესი (არ ვაჭარბებ) კადრები აქვს, ხშირად ერთი და იგივე მსახიობთან მუშაობს, დიალოგები არის ცალკე ლიტერატურა და რაც მთავარია, ძალიან პოეტურია.



არ დავიწყებ შინაარსის მოყოლას (გუგლი დაგეხმარებათ ამაში), მაგრამ ვიტყვი, რომ ამ ფილმში ჟღერდება შემდეგი კითხვა: „ნუთუ სიყვარულში სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სქესი გვიყვარს ადამიანში?“ ("-Everything I love about you is what you hate about yourself," she says. "-That's everything you love about me?" Laurence asks.) და ჩემი აზრით, ამ კითხვაზე პასუხი ფილმის დასასრულს პერსონაჟებმა კი არა, ჩვენ უნდა გავცეთ.









სიყვარულის ამბავიცაა: „I call her “A.Z.” Because it all begins and ends with her.”

კადრების სილამაზის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა, გამანადგურებლად პოეტური და ემოციური ეპიზოდებითაა დახუნძლული მთელი ფილმი <3




6 views0 comments

Comments


bottom of page